ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოში სასურსათო კრიზისი იქნება თუ უკრაინულ პორტებზე ბლოკადა არ მოიხსნება

მსოფლიოში სასურსათო კრიზისი იქნება თუ უკრაინულ პორტებზე ბლოკადა არ მოიხსნება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიური ტელეკომპანია Nine Network-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ეს იქნება დიდი ტრაგედია ევროპისა და მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომელთათვისაც უკრაინა ყოველთვის იყო საიმედო პარტნიორი.

„ჩვენ შეიძლება დავკარგოთ მილიონობით, ათობით მილიონი ტონა მოსავალი, რომელიც უკვე აღებულია. რუსეთი ჯერ არ უშვებს გემებს, ისინი აკონტროლებენ შავ ზღვას“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას სურს საზღვაო გზების გათავისუფლება, რათა საშუალება არ მისცენ რუსეთს გავლენა იქონიოს სასურსათო კრიზისზე.

„სასურსათო კრიზისი აუცილებლად იქნება, 100%-ით, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი მოსავალი ჩავიტანოთ ევროპის პორტებში და სხვა სახელმწიფოებში“,- განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ რუსეთს ეს ძალიან კარგად ესმის და სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ვითარების ცინიზმი.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურს დაბლოკოს უკრაინის ეკონომიკა და ამიტომ სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებს სარკინიგზო გზებზე, ხიდებსა და იმ მარშრუტებზე, სადაც ექსპორტზე გასატანმა ტვირთმა უნდა გაიაროს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო