შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოს მიმართ ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებში ახალი არაფერია და ასეთი განცხადებების გამო კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოს მიმართ ლიეტუვის პარლამენტის წევრის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებში ახალი არაფერია და ასეთი განცხადებების გამო კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს.

„მან თავის დროზე საქართველოზე ღიად ისაუბრა და თქვა, რომ პირადი ომი აქვს „ქართულ ოცნებასთან“. ასეთი ქცევისა და განცხადებების გამო ის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელი ჟიგიმანტას პავილიონისი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას შეხვდა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, "ქართული ოცნების“ ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე სულ მცირე, ღრმა აღშფოთებას იწვევს. ჟიგიმანტას პავილიონის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" თავისუფლებისთვის ბრძოლას მოიგებს. პავილიონისმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის გამარჯვება დაამყარებს თავისუფლებას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ თბილისსა და მთელს კავკასიაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო