დმიტრო კულება - ლავროვმა ვერ დამალა რუსული ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი - დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ დამალა რუსული ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი. მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს, სადაც სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება.

„მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტისთვის, უკრაინისთვის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. ზოგადად, ეს გამონათქვამები აჩვენებს, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით", - წერს კულება.

იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუს დროს, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, ლავროვმა კი უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ ეს არაფერს ნიშნავს“. ისრაელმა ლავროვის კომენტარი დაგმო და რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი