იოსებ ხახალეიშვილი - „ქუთაისობა2022-ს“, „გვირილობას“ ვულოცავ ჩვენს ქალაქს, თანაქალაქელებს და ჩვენ სტუმრებს! მოხარული ვარ, რომ კვლავ მოგვეცა ამ დღის ერთად აღნიშვნის საშუალება

„ქუთაისობა2022-ს“, "გვირილობას" ვულოცავ ჩვენს ქალაქს, თანაქალაქელებს და ჩვენ სტუმრებს! მოხარული ვარ, რომ კვლავ მოგვეცა ამ დღის ერთად აღნიშვნის საშუალება, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ქუთაისი დალოცა.

„ქუთაისობა2022-ს“, „გვირილობას“ ვულოცავ ჩვენს ქალაქს, თანაქალაქელებს და ჩვენ სტუმრებს! მოხარული ვარ, რომ კვლავ მოგვეცა ამ დღის ერთად აღნიშვნის საშუალება. დილით ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ქუთაისი დალოცა. პატივი მივაგეთ სამი ოთარის ხსოვნას. ქუთაისს სწორედ ასეთმა გამორჩეულმა ადამიანებმა გაუთქვეს სახელი და ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს გადავცეთ მათი ამბავი. წინ მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები გველის და კიდევ ერთხელ გიწვევთ ყველას- ერთად აღვნიშნოთ"ქუთაისობა2022"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

როგორც სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე განმარტავს, ქუთაისი ისევე, როგორც მთელი საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ.

„ვულოცავ ყველა ქუთაისელს გვირილობის დღესასწაულს. ეს სახალხო დღესასწაული ყოველთვის ასოცირდებოდა სიკეთესთან და ქველმოქმედებასთან. სამწუხაროდ, წელს მასშტაბურად ვერ აღვნიშნავთ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარეობს ომი, იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები და ქუთაისი ისევე, როგორც მთელი საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2 მაისს, "ქუთაისობა 2022 "-ის აღნიშვნა ტრადიციულად, ქუთაისის დალოცვით დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ბაგრატის საკათედრო ტაძარში ქუთაისი და ქუთაისელები დალოცა.

მათივე ცნობით, საეკლესიო რიტუალს ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები და ქალაქის სტუმრები.

„როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამი ოთარის ძეგლის პატივგება „ქუთაისობის" ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიებაა. ოთარ სულაბერიძის, ოთარ მამფორიას და ოთარ ქორქიას ძეგლები ყვავილებით შეამკეს "ქუთაისობის" მონაწილეებმა და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი სახელოვანი ქუთაისელების ხსოვნას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა