ახალი ლიბერთი ქალთა გაძლიერებისთვის - ლიბერთი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების მხარდაჭერას აგრძელებს

ლიბერთისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სტარტაპ ბიურომ, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) გოგოების ჩართულობის შესახებ PechaKucha Night Tbilisi-ს მე-17 ღონისძიებას უმასპინძლა.

PechaKucha Nights არის შეხვედრების სივრცე, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებსა და პროექტებზე უყვებიან. ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერების მიერ წამოწყებული ღონისძიება დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველოში PechaKucha Nights 2011 წლიდან ტარდება.

წლევანდელი ღონისძიების მიმდინარეობისას, ICT ინდუსტრიაში დასაქმებულმა ქალებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებსაც გოგოები საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აწყდებიან. ბიზნესში წარმატების მიღწევის 5 სტრატეგიის შესახებ საინტერესო პრეზენტაციით წარსდგა ბიზნეს მენტორი და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ტრენერი ლინდა პერეირა, რომელიც ამ სფეროში არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს ფლობს.

ლიბერთის რისკების დეპარტამენტის მონაცემთა მეცნიერი, ლოლიტა რურუა საზოგადოების წინაშე, სხვა სპიკერებთან ერთად, თავისი ისტორიით წარსდგა.

,,PechaKucha Night Tbilisi საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში ქალებისა და გოგოების თანასწორი კარიერული შესაძლებლობებით უზრუნველყოფა. მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება ლიბერთის მხარდაჭერით ჩატარდა. მეც შევეცადე წარმედგინა ჩემი ისტორია, როგორც ლიბერთის მონაცემთა მეცნიერის ჩართულობა მნიშვნელოვან პროექტებში და მესაუბრა, გენდერულ თანასწორობაზე ინდუსტრიაში. ვფიქრობ, აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა ტექნიკური მიმართულებებით ქალთა ჩართულობის სტიმულირებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის, რათა სტერეოტიპების გავლენის გარეშე, ყველამ თანაბრად შეძლოს აირჩიოს და აკეთოს საქმე, რომელიც ნამდვილად უყვარს,“ - აღნიშნავს ლოლიტა რურუა, ეკონომიკის მაგისტრი და ლიბერთის რისკების დეპარტამენტის მონაცემთა მეცნიერი.

(R)

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2022
ანაიტ ვოსკანიანი - სომხეთი მსოფლიოს ყველა ტიპის ტურისტისთვის მიმზიდველი ქვეყანაა
PSP-ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია
ბაზისბანკმა ბიზნესში 305 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა
„ლისი ინტელიგენციის“ განვითარებისთვის დახარჯული ჯამური ინვესტიცია 1 500 000 ლარს უტოლდება
Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა