გორის მერიის თანამშრომელი, შვედეთის ადგილობრივი დემოკრატიის საერთაშორისო ცენტრის პროექტის გამარჯვებული გახდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, შვედეთის ადგილობრივი დემოკრატიის საერთაშორისო ცენტრის პროექტის „ადამიანთა უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის“ გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა, ბექა ასანიძემ „ადგილობრივი დემოკრატიის ჩემპიონის“ ტიტული პროექტის 22 მონაწილეს შორის მოიპოვა.

„საერთაშორისო პროექტში თურქეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თითოეული ქვეყნის გუნდის წევრები ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტებიდან პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ.

პროგრამა მიზნად ისახავდა სექტორთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ადგილობრივი დემოკრატიის გაუმჯობესებას, შვედეთის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და მუნიციპალურ დონეზე შემდგომ დანერგვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო