დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში იმყოფება

საშინელებაა განადგურებული კიევის მიდამოების ხილვა, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი „ტვიტერში“ წერს.

მისი განცხადებით, „დანია მტკიცედ უჭერს მხარს ამ თავდასხმებზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას და მათ სისხლისსამართლებრივ დევნას“.

იეპე კოფოდის უკრაინაში ვიზიტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც ეხმიანება. მისი ინფორმაციით, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირპინში იმყოფებოდა.

„რუსეთის არმიამ აქ და კიევის ოლქის სხვა ქალაქებში ენით აუწერელი სისასტიკე ჩაიდინა. ჩემმა დანიელმა მეგობარმა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა. ორივე მზად ვართ, დამნაშავე პირებს კანონის წინაშე პასუხი ვაგებინოთ“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერში.“

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025