მიხეილ სააკაშვილის ოჯახი სამოქმედო გეგმაზე საუბრობს და ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ აქციებს აანონსებს

ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ოჯახის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ძმამ აღნიშნა, აქციების დაწყების კონკრეტულ თარიღს, უახლოეს პერიოდში გაახმოვანებენ.

„გეგმა არის ასეთი: ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან, პირველ რიგში, ვისაუბრებთ ექიმებთან, უნდა ვისაუბროთ საპატრიარქოსთან. გვაქვს რაღაც სიგნალები, რომ შეიძლება პატივი დაგვდოს უწმინდესმა, გამონახოს დრო და შეგვხვდეს, რათა ჩვენ ავუხსნათ მას ჩვენი ძმის, ჩვენი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იქნებ მისმა ზეგავლენამ და ავტორიტეტმა მოახდინოს რამე გავლენა.

გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომელსაც ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ ძალიან აქტიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება გაგრძელება იმისა, რასაც ახლა დავიწყებთ რეგიონებში. ჩვენ მოვივლით ყველა რეგიონს, დავიწყებთ აჭარიდან, მოვყვებით სამეგრელოს, გავყვებით ყველა მხარეს და შევხვდებით ხალხს. თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც.

რაც შეეხება აქციის თარიღს, ალბათ ამ კონკრეტულ დღეს, ამ დღეებში წერილობით მოგახსენებთ ან სოციალურ ქსელში გავახმოვანებთ“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა დღეს ამოიწურა. ოჯახი 18.00 საათამდე ელოდებოდა ხელისუფლებისგან პასუხს, მზად არიან თუ არა მკურნალობის მიზნით სააკაშვილის უცხოეთში გასაგზავნად.

იხილეთ ვიდეო:მიხეილ სააკაშვილის ოჯახი სამოქმედო გეგმაზე საუბრობს და ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ აქციებს აანონსებს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება