USAID-სა და „ჯეო ჰოსპიტალსს“ შორის საექთნო განათლების ხელშეწყობისთვის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

USAID-სა და „ჯეო ჰოსპიტალსს“ შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანიც საექთნო განათლების ხელშეწყობაა.

USAID-ის პროგრამის ფარგლებში - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მსხვილ სამედიცინო კომპანიებთან საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც მოიცავს „ჯეო ჰოსპიტალსის“ სასწავლო ცენტრის ფარგლებში საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებულ უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას. ქსელის რეგიონული პოზიციონირებიდან გამომდინარე, აღნიშნული სისტემა ხელს შეუწყობს რეგიონებში საექთნო ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.

დოკუმენტს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელი მოაწერეს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა და USAID-ის პროგრამა ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის’’ დირექტორმა როზა კიაპემ. საგრანტო პროექტის ფარგლებში „ჯეო ჰოსპიტალსი“ უზრუნველყოფს:

  • საექთნო პროგრამების მომზადებას, სასწავლო ცენტრებისათვის სათანადო პედაგოგიური რესურსის მობილიზებას;
  • ტრენინგ-ცენტრის აღჭურვას (მ.შ., მულაჟები, კომპიუტერული ტექნიკა, ბიბლიოთეკა და სხვ.);
  • „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში დასაქმებული ექთნების მომზადება/გადამზადებას თავად კომპანიის მიერ;
  • სხვა სამედიცინო დაწესებულებების საექთნო პერსონალის გადამზადება.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორის ზურაბ ქიტოშვილის განცხადებით, „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს სასწავლო ცენტრისა და მისი რეგიონული ფილიალების (ქუთაისი, მარნეული, გურჯაანი, მცხეთა) პერსონალის მზადების მძლავრ ტრენინგ-ორგანიზაციებად ჩამოყალიბებას, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ „ჯეო ჰოსპიტალსს“, არამედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც. მისივე თქმით, „პროექტი ორიენტირებულია რეგიონებში ქალების გაძლიერებაზე, ვინაიდან საექთნო პერსონალის 99% ქალია“.

„პროექტის განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ ქსელის სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი განთავსებულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც დასაქმებული პერსონალის ნაწილი, ასევე, ეთნიკური უმცირესობებითაა წარმოდგენილი. შესაბამისად, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმცირესობებში ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და მათ კონკურენტუნარიანობის გაზრდას“, - განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნინა კობახიძის განცხადებით, დღეს ყველაზე აქტუალურ საკითხად საექთნო პერსონალის ცოდნისა და უნარების გაძლიერება რჩება, რაც სათანადო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებისა და მათი განხორციელებისათვის საგანმანათლებლო სიმძლავრეების შექმნასა და საექთნო პერსონალისათვის აღნიშნულ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდას უკავშირდება.

„ასეთი აქტივობები და მათი მხარდაჭერა უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე, ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან თავსებადობასა და ევროკავშირის ქვეყნებში საექთნო პერსონალის კვალიფიკაციების აღიარების მექანიზმის შექმნას“, - აღნიშნა ნინა კობახიძემ.

როგორც რეგიონული სამედიცინო ქსელის სტრატეგიული განვითარებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა აღნიშნა, საექთნო პერსონალზე „ჯეო ჰოსპიტალსში“ მოთხოვნა მზარდია, შესაბამისად, სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს ახალი საკადრო რესურსის მომზადებას.

„ამავდროულად, საექთნო ადამიანური რესურსის გაძლიერების მიზნით „ჯეო ჰოსპიტალსის“ სასწავლო ცენტრის ფარგლებში სხვა სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის გადამზადებაც მოხდება“, - აღნიშნა ნათია ნოღაიდელმა.

გრანტის აქტივობებში ჩართულები იქნებიან „ჯეო ჰოსპიტალსის“ სტრუქტურული ერთეულები, სამედიცინო დაწესებულებების საექთნო პერსონალი, ქართველი და უცხოელი ექსპერტები. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება 4 რეგიონული საექთნო სასწავლო ცენტრი (ქუთაისი, მცხეთა, გურჯაანი, მარნეული), რომელიც სათანადოდ აღიჭურვება და შესაბამისი ადამიანური რესურსით დაკომპლექტდება.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს