გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გერმანია მზად არის მხარი დაუჭიროს რუსულ ნავთობზე ემბარგოს

გერმანია მზად არის მხარი დაუჭიროს ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილებას.

ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ გაბეკმა ბრიუსელში ევროკავშირის პროფილური მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა.

„ამ 2 თვის შემდეგ შემიძლია ვთქვა: გერმანია არ არის რუსეთის ნავთობის ემბარგოს წინააღმდეგი. რა თქმა უნდა, ეს დიდი ტვირთი იქნება, მაგრამ ჩვენ მისთვის მზად ვართ“,- განაცხადა გაბეკმა.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა დრო ყოფილიყო ტექნიკური მხარის მომზადებისთვის. პოლიტიკოსის შეფასებით, ევროპა ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია მსოფლიოში და შეუძლია ზედმეტი ხარჯების გაწევა, სხვებისგან განსხვავებით, ამიტომ ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ სხვა ქვეყნები არ დაზარალდნენ ფასების ახალი მატებით და არ გახდნენ დამოკიდებული რუსეთზე მათთვის შეთავაზებული ფასდაკლების გამო.

მისი თქმით, იგივე ეხება გაზსაც.

„ჩვენ ვისწრაფვით სოლიდარობისკენ, არ უნდა ვიხელმძღვანელოთ ემოციებით. უნდა ავწონოთ შედეგები. ემბარგო უნდა გავიაზროთ, რათა ღარიბ ქვეყნებს რუსეთისკენ არ ვუბიძგოთ“,- განაცხადა გაბეკმა.

მან პუტინსაც მიმართა და მოუწოდა დაასრულოს ომი და დაბრუნდეს სახლში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა