უკრაინული მედია - ტყვეთა გაცვლის შედეგად, სახლში 320-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა

ტყვეთა ცხრაჯერ გაცვლის შედეგად, უკრაინაში 320 მოქალაქის დაბრუნება გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ „უკრინფორმი“ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და რეინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, შედგა ტყვეებისა და მძევლების ცხრაჯერ გაცვლა. შედეგად, სახლში დაბრუნდა 320-ზე მეტი მოქალაქე, რომელთაგან 59 სამოქალაქო პირია“, - განაცხადეს უწყებაში.

სამინისტროს მონაცემებით, დაბრუნებულთა შორის არიან სამხედროები, მათ შორის დაჭრილები. კერძოდ, სახლში დაბრუნდა კუნძულ ზმეინიზე მომსახურე სამხედრო, რუსული გემისადმი ცნობილი ფრაზის ავტორი რომან გრიბოვი.

არსებული ინფორმაციით, რუსეთში უკრაინის ათასზე მეტი მოქალაქეა, რომელთაგან 500 ქალია. ისინი რუსმა სამხედროებმა მძევლებად აიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო