ქუთაისში "ქუთაისობა 2022"-ის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

„ქუთაისობა 2022"-ის ფარგლებში, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

„კონცერტში, რომელიც XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალმა წარმოადგინა, მონაწილეობდნენ: ნიკა ნიკვაშვილი (პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი, შემსრულებელი), ლელა მჭედლიძე (ვიოლინო), ირინე ლომინაძე (ქორმაისტერი), ელეონორა გოგოლაშვილი( ვოკალი), ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი, დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული კამერული გუნდი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში გაიმართა ამერიკული ჯაზ-ბენდის კონცერტი, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს ინიციატივით მოეწყო და მიეძღვნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობის 30 წელს.

სასტუმრო "ბაგრატი1003"-ში "გვირილობის" აღნიშვნა მანანა მენაბდესა და ნიკა წულუკიძესთან ერთად, ქალაქური სიმღერის კონცერტით დასრულდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი