„ქუთაისობა 2022"-ის ფარგლებში,  ქართველი მოჭადრაკის, მაია ჩიბურდანიძის საიუბილეო საღამო გაიმართა

ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ქუთაისელ მოჭადრაკეს - მაია ჩიბურდანიძეს 60 წლის იუბილე ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თანაქალაქელებმა მიულოცეს.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის, საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებულის, მსოფლიო საჭადრაკო ოსკარის მფლობელის წარმატებები სწორედ ქუთაისის საჭადრაკო სკოლიდან დაიწყო.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი.

"მოხარული ვარ, რომ ლეგენდარულ მოჭადრაკეს მშობლიური ქალაქის დღესასწაულზე ვმასპინძლობთ. წარმატებულ მოჭადრაკეთა თაობები გაიზარდა ქუთაისსა და საქართველოში მაია ჩიბურდანიძის მაგალითზე და კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება წარმატების სიმბოლო. ვულოცავ ქალბატონ მაიას იუბილეს, ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ! ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტზე, ჩვენმა მოცეკვავეებმა და მომღერლებმა კიდევ ერთხელ გვაჩუქეს დაუვიწყარი საღამო“, - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო