ჯენ ფსაკი -  პრეზიდენტი ბაიდენი სიამოვნებით ეწვეოდა უკრაინას, მაგრამ ამ დროისთვის გეგმები არ არის

თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ბაიდენი ,,სიამოვნებით ეწვეოდა" უკრაინას, მაგრამ დაადასტურა, რომ ოფიციალური ვიზიტის გეგმები არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას ,,გარდიანი" ავრცელებს.

,,მე ვიცი, რომ პრეზიდენტი სიამოვნებით ეწვეოდა უკრაინას, მაგრამ ამ დროისთვის გეგმები არ არის შემუშავებული", - განაცხადა ფსაკიმ.

ფსაკიმ აღნიშნა, რომ თეთრი სახლი უკრაინაში სიტუაციის შეფასებას აგრძელებს და ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანია, უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ხელახლა გახსნა და ადგილზე ამერიკელი დიპლომატების ყოფნა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება