ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა არმიამ 220 უკრაინელი ბავშვი მოკლა - ამიტომ გაერთიანდა მთელი თავისუფალი სამყარო, რათა ნაციზმი არავინ გაამართლოს

გაერთიანდა მთელი თავისუფალი სამყარო, რათა ნაციზმი არავინ გაამართლოს, არ მოკლას ბავშვები და არ გაანადგუროს მშვიდობიანი მოქალაქეები, როგორც ამას რუსეთი აკეთებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მიერ 220 ბავშვია მოკლული, ხოლო 1570 სასწავლო დაწესებულება კი - განადგურებული ან დაზიანებულია.

,,დღეს, რუსეთის ჯარებმა ოდესაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დაანგრიეს საერთო საცხოვრებელი, მოკლეს 14 წლის ბიჭი, 17 წლის გოგონა დაჭრილია. რა არის ეს? რისთვის? რით დაემუქრნენ ეს ბავშვები რუსეთის სახელმწიფოს? ისინი ასე იბრძვიან, სულ ესაა. ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკში ასზე მეტი წლის წინ დაარსებული გიმნაზია რუსული დაბომბვის გამო დაიწვა, იგი ამ ქალაქისთვის ბელგიელებმა ააშენეს. მან ორ მსოფლიო ომს გაუძლო, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს გიმნაზია თანამედროვე რუსეთისთვის საშინელი საფრთხე აღმოჩნდა. 24 თებერვლიდან მოყოლებული, რუსულმა არმიამ 220 უკრაინელი ბავშვი მოკლა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ყველას შესახებ, რადგან არ გვაქვს წვდომა ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაბომბვის შედეგად, 1570 სასწავლო დაწესებულება განადგურდა ან დაზიანდა. ამიტომ გაერთიანდა მთელი თავისუფალი სამყარო, რათა ნაციზმი არავინ გაამართლოს, არ მოკლას ბავშვები და არ გაანადგუროს მშვიდობიანი მოქალაქეები, როგორც ამას რუსეთი აკეთებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა