პენტაგონის მაღალჩინოსანი - რუსული ძალები დონბასში მინიმალურ პროგრესს აღწევენ

რუსული ძალები აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში - სადაც საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს - ზარალდებიან ცუდი მართვისა და კონტროლის, დაბალი საბრძოლო სულისკვეთებისა და ლოგისტიკის გამო, რომლის ხარისხი იდეალური არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

„დონბასში რუსების მინიმალურ პროგრესს ვხედავთ. ისინი ვერ აღწევენ იმ პროგრესს, რისი მიღწევაც დაგეგმილი ჰქონდათ და ეს პროგრესი არათანაბარი და ეტაპობრივია“, - განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

მისივე მტკიცებით რუსებს ჰქონდათ მცირე უპირატესობა უკრაინის ქალაქების იზიუმისა და პოპასნიას აღმოსავლეთით და რომ ეს პროგრესი „ანემიური“ იყო.

ამასთან, პენტაგონის მაღალჩინოსნის მტკიცებით, უკრაინული ძალები ინარჩუნებენ ხარკოვზე კონტროლს, თუმცა ქალაქში გრძელდება რუსეთის მიერ საჰაერო დარტყმების განხორციელება.

მისი ინფორმაციით, გრძელდება თავდასხმები მარიუპოლზეც და რუსული ძალები ისეთ ბომბებს იყენებენ, რომლებიც ზუსტი მართვადი არ არის.

იხილეთ ვიდეო:პენტაგონის მაღალჩინოსანი - რუსული ძალები დონბასში მინიმალურ პროგრესს აღწევენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა