უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 12 შეტევა მოიგერიეს

სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი განაგრძობდა ქალაქ ხარკოვისა და მიმდებარე დასახლებების დაბომბვას, იზიუმის მიმართულებით აქტიურ ცეცხლს უხსნიდა უკრაინის ჯარების ქვედანაყოფებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კვლავ მიმართულია რუბეჟნოესა და პოპასნაიას დასახლებებზე სრული კონტროლის დამყარებისკენ და ლიმანისა და სლოვიანსკის დასახლებების მიმართულებით წინსვლაზე.

“გასული დღის განმავლობაში საჰაერო თავდაცვისა და სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა შვიდი Orlan-10 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი Forpost-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატო გაანადგურეს. უკრაინულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მტრის 12 თავდასხმა მოიგერიეს, განადგურდა 6 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 22 ერთეული ჯავშანტექნიკა და 8 ერთეული მანქანა,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა დანაკარგები განიცადეს სხვა ტერიტორიებზეც.

“წინააღმდეგობის მოძრაობა აგრძელებს გააქტიურებას რუსი აგრესორების მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებში,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო