ქალაქ მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის განახლება დღეს იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევაკუაცია გაეროსა და „წითელი ჯვრის“ მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.
„ეს არის ოფიციალური ინფორმაცია ევაკუაციასთან დაკავშირებით. მოხდა შეთანხმება ევაკუაციაზე გაეროსა და „წითელი ჯვრის“ მხარდაჭერით,“ - აღნიშნულია საკრებულოს „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.