ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინაში შეჭრის შედეგად, რუსეთის არმია ახლა მნიშვნელოვნად სუსტია, როგორც მატერიალურად, ისე კონცეპტუალურად

რუსეთის არმია ახლა მნიშვნელოვნად სუსტია, როგორც მატერიალურად, ისე კონცეპტუალურად, უკრაინაში მისი შეჭრის შედეგად, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება დაზვერვის უახლეს მონაცემებში ავრცელებს.

„რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით გაორმაგდა 2005-2018 წლებში, ინვესტიციებით მაღალი დონის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შესაძლებლობებში. 2008 წლიდან ამან საფუძველი ჩაუყარა სამხედრო მოდერნიზაციის ვრცელ პროგრამა New Look-ს. თუმცა, ფიზიკური აღჭურვილობის მოდერნიზაციამ რუსეთს უკრაინაში დომინირების საშუალება არ მისცა. წარუმატებლობამ, როგორც სტრატეგიულ დაგეგმვაში, ასევე ოპერაციულ შესრულებაში, შეუძლებელი გახადა რუსეთისთვის, რომ რიცხობრივი ძალა გადამწყვეტ უპირატესობად ექცია.

რუსეთის არმია ახლა მნიშვნელოვნად სუსტია, როგორც მატერიალურად, ისე კონცეპტუალურად, უკრაინაში მისი შეჭრის შედეგად. ეს ვითარება სანქციებით იქნება გამწვავებული. ამას განგრძობითი შედეგი ექნება რუსეთის უნარზე, ჰყავდეს ჩვეულებრივი ჯარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო