მარიუპოლის მერი - ბერდიანსკის სიახლოვეს, მარიუპოლის 2000-მდე მცხოვრები ევაკუაციას ელის, რომელსაც ოკუპანტები ხელს უშლიან

ბერდიანსკის სიახლოვეს, მარიუპოლის 2000 -მდე მცხოვრები ევაკუაციას ელის, რომელსაც ოკუპანტები ხელს უშლიან. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ავრცელებს.

„ჩვენ ველოდით, რომ ბერდიანსკის სიახლოვეს ევაკუაცია განხორციელდებოდა. იქ დღეს მარიუპოლის 2000-მდე მცხოვრები იცდის, რომლებმაც ქალაქი დატოვეს და ბერდიანსკამდე მიაღწიეს. ისინი უკვე 2 კვირაა ელოდებიან ევაკუაციას და ჩვენ გამოვაცხადეთ მისი დაწყება, მაგრამ მტრული რუსული ჯარები ანადგურებენ ჩვენს გეგმებს, არ აძლევენ მარიუპოლელებს უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიამდე მისვლის შესაძლებლობას“, - განაცხადა ბოიჩენკომ.

მისივე თქმით, ჯამში, მარიუპოლში რჩება 100 ათასზე მეტი მცხოვრები, რომლებიც ასევე ელიან ევაკუაციას. ბოიჩენკოს ინფორმაციით, 200-ზე მეტი ადამიანი თავს აფარებს „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანას.

„გუშინ ევაკუაციის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო თავდასხმა „აზოვსტალზე“, მაშინვე წავიდნენ ტანკები, მძიმე არტილერია, წავიდნენ გემები და დაიწყო დიდი „გამათავისუფლებელი ოპერაცია“,- განაცხადა მერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა