რომან გოცირიძე - მოვუწოდებ გახარიას, 1 ხმა გვაკლია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს ამ პარტიას - კეთილი ინებოს და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყოს ხელი, წაადგება მას, ცოდვების ჩამოსარეცხადაც

უნდა მოვუწოდო ბატონ გახარიას, ერთი ხმა გვაკლია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს ამ პარტიას - კეთილი ინებოს და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყოს ხელი, წაადგება მას, ცოდვების ჩამოსარეცხადაც, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადასაყვანად ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული, მათ შორის საპარლამენტო ბერკეტები, აქციები და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები რომ არ იქნას გამოძიებული, ამიტომ გააგდეს ბადრი ჯაფარიძე პარლამენტიდან და ახლა გვეუბნებიან, რატომ არ ქმნით საგამოძიებო კომისიასო. უნდა მოვუწოდო ბატონ გახარიას, ერთი ხმა არის საჭირო, თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს ამ პარტიას, რა ჭირს, სიმართლის დადგენას შეუწყოს ხელი, ხომ არ მივმართავთ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაზე პეტიციას მოაწერონ ხელი. 49 ხელმომწერია, ერთი ხმა გვაკლია, ფორმალურად გვეუბნებიან, რომ არსებობენ პარლამენტში ოპოზიციური პარტიები, კეთილი ინებოს და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყოს ხელი. წაადგება მას, ცოდვების ჩამოსარეცხადაც. რა თქმა უნდა, ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული, პარლამენტიც, აქაც ვიბრძოლებთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რათა კიდევ ერთხელ იქნას მხილებული ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები. ისევე როგორც გამოყენებული იქნება პოლიტიკური ბრძოლის ყველა ფორმა მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად, აქციები, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება. ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, რათა მივაღწიოთ ერთ პატარა მიზანს - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ, აქ მისი მკურნალობის შანსი არ არსებობს, რადგან ეს არ სურს ხელისუფლებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო:რომან გოცირიძე - მოვუწოდებ გახარიას, 1 ხმა გვაკლია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს ამ პარტიას - კეთილი ინებოს და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყოს ხელი, წაადგება მას, ცოდვების ჩამოსარეცხადაც

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო