ბორის ჯონსონი - ჩვენმა ქვეყანამ უკრაინელ ლტოლვილებზე უკვე 86 ათასი ვიზა გასცა, აქედან 27 ათასი უკვე ბრიტანეთშია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ინფორმაციით, ქვეყანამ უკრაინელ ლტოლვილებზე უკვე 86 ათასი ვიზა გასცა. მისი თქმით, 27 ათასი ვიზის მფლობელი უკვე ბრიტანეთშია. როგორც ბორის ჯონსონმა განაცხადა, შეიძლება ეს პროცესი უფრო სწრაფად წარმართულიყო, თუმცა საჭიროა, ქალებისა და ბავშვების დაცვა იმისგან, რომ ისინი აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათ გულღია დახვედრა არ ელით.

„ჩვენ დიდი რაოდენობით ქალებსა და ბავშვებს გავუწიეთ დახმარება ადგილზე, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ დიდი რაოდენობა მოდის გაერთიანებულ სამეფოში. ამ დრომდე 86 ათასი ვიზა გავეცით და მათგან 27 ათასი უკვე ჩამოვიდა. მინდა გითხრათ მადლობა - 27 ათასი ბევრია და ეს რაოდენობა სწრაფად იზრდება და მსურს პატივი მივაგო ყველას, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს უკრაინელების მოვლაში.

შეგვეძლო ეს უფრო სწრაფად გაგვეკეთებინა? დიახ, სავარაუდოდ შეგვეძლო. ასევე მნიშვნელოვანია დავიცვათ ქალები და ბავშვები იმისგან, რომ აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათ კარგად არ მიიღებენ, სწორედ ამიტომ ვატარებთ ამხელა სამუშაოს“,- განაცხადა ჯონსონმა.

ცნობისთვის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, ამ დროისთვის უკრაინა უკვე 5 563 959 ადამიანმა დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა