წალენჯიხაში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

წალენჯიხაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს. მხარდასაჭერი აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით გაიმართა. როგორც წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ განაცხადა, ისინი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის გვერდით დგანან.

„მხარდაჭერას ვუცხადებთ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უზრუნველყოფისათვის და თავისუფლების უზრუნველყოფისთვის ბრძოლაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით, რომელიც ერთგული დარჩა იმ ღირებულებებისადმი, რომელიც გულისხმობს დასავლეთს, ცივილიზებულ სამყაროს და დემოკრატიის მონაპოვარს.

მოვუწოდებ ყველას იმგვარი აქტიურობისკენ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა აქტიურობამ შეუქმნას ხელისუფლებას ის პირობა, რომ სასწრაფოდ იყოს გადაწყვეტილი ეს მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხი, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უზრუნველყოფა, თავისუფლების უზრუნველყოფა და ზოგადად ქვეყანაში იმ ტიპის სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, რომელსაც შემდგომში ენდობა ქვეყანა, მოსახლეობა და თაობები",- განაცხადა გია ხარჩილავამ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში