მიხაილო პოდოლიაკი - დამძვრალი ფრჩხილები, შეკრული ხელები - რუსეთის ფედერაციამ აირჩია მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორის გზა და უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორად

დამძვრალი ფრჩხილები, შეკრული ხელები - რუსეთის ფედერაციამ აირჩია მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორის გზა და უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

მან სოციალურ ქსელში კიევის რეგიონის სოფელ კალინივკაში ნაწამები ადამიანების სამარხების ფოტოები გაავრცელა.

„დამძვრალი ფრჩხილები. შეკრული ხელები. ორი მშვიდობიანი ადამიანის კიდევ ერთი სამარხი აღმოჩნდა სოფელ კალინივკაში, კიევის რეგიონში. კიდევ რამდენი მსგავსი დანაშაულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახლა? რუსეთის ფედერაციამ აირჩია მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორის გზა და უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორად.“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა