დონეცკის გუბერნატორი - რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

დონეცკის ოლქში რუსული ძალების მიერ დღეს განხორციელებული დაბომბვის შედეგად მინიმუმ 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,- ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სულ მცირე 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ქალაქ ავდიივკას დაბომბვის დროს, სამი მოქალაქე ემსხვერპლა დაბომბვას ქალაქ ვუჰლედარში და კიდევ სამი - ქალაქ ლიმანში. დონეცკის გუბერნატორის განცხადებით, არ წყდება ცეცხლი ოლქის სხვა ტერიტორიებზეც.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს