„აზოვის“ მეთაურის მოადგილე - გრძელდება ძლიერი შტურმი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე - ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რათა მოვიგერიოთ ეს შტურმი

ოკუპანტები აგრძელებენ შეტევას მარიუპოლში „აზოვსტალზე“, ქვემეხებისა და საზღვაო არტილერიის გამოყენებით, ზედმეტად მძიმე საჰაერო ბომბების ჩამოყრით. რუსული ძალები კატერების დახმარებით დესანტის გადასხმასაც ცდილობენ. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალარმა განაცხადა.

მისი თქმით, „აზოვსტალზე“ დამპყრობლების მოქმედებების შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა, დაახლოებით ათმა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

„ამ წუთის მდგომარეობით გრძელდება ძლიერი შტურმი „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ჯავშანმანქანების, ტანკების დახმარებით. ცდილობენ დესანტის გადმოსხმას კატერების დახმარებით და დიდი რაოდენობის ქვეითებით. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რათა მოვიგერიოთ ეს შტურმი, მაგრამ მოვუწოდებთ მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის, რომლებიც ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ გადასაყვანად ზაპოროჟიესა და უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. მარიუპოლი უკრაინაა“,- განაცხადა სვიატოსლავ პალამარმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა