უკრაინის გენერალური პროკურორი - პუტინი 21-ე საუკუნის მთავარი ომის დამნაშავეა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ რუსეთი გაუპატიურების, როგორც ომის ტაქტიკის გამოყენებაში დაადანაშაულა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს "21-ე საუკუნის მთავარი ომის დამნაშავე" უწოდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ აქვეყნებს.

ქალაქ ირპინში ვიზიტისას, ვენედიქტოვამ დასძინა, რომ უკრაინა ინფორმაციას აგროვებს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი გაუპატიურების, წამების და სხვა ომის დანაშაულების შესახებ.

უკრაინის გენპროკურორმა განაცხადა, რომ ზოგიერთ მსხვერპლს ეშინია ხმამაღლა ისაუბროს აღნიშნულ დანაშაულებზე, რადგან მათ რუსული ძალების დაბრუნების ეშინიათ.

კრემლი ამ დრომდე უარყოფს მისი ძალების მიერ ომის დანაშაულის ჩადენას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა