ამერიკელი გენერალი - რუსეთის უკრაინაში შეჭრა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ევროპის, არამედ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას - დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის პოტენციალი იზრდება

რუსეთის უკრაინაში შეჭრა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ევროპის, არამედ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას, რომლის დასაცავადაც ჩემი მშობლები და ამერიკელების მრავალი თაობა ასე მედეგად იბრძოდნენ, - ამის შესახებ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.

ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტის მოსმენაზე, დეპუტატებს განუცხადა, რომ მსოფლიო უფრო არასტაბილური ხდება.

”დიდ სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფლიქტის პოტენციალი იზრდება და არა მცირდება”, - აღნიშნა მილიმ.

გენერალმა დასძინა, რომ აშშ ძალიან კრიტიკულ და ისტორიულ გეო-სტრატეგიულ გადახრის წერტილში იმყოფება, სადაც შეერთებული შტატების არმიამ ერთდროულად უნდა შეინარჩუნოს მზადყოფნა და მოდერნიზება მომავლისთვის.

„თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ საფრთხეს ვუქმნით მომავალი თაობების უსაფრთხოებას”, - აღნიშნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო