უკრაინის რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსებმა ლვოვთან სარკინიგზო ქვესადგურები დაბომბეს ​

უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვში დღეს საღამოს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შემდეგ, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ინფორმაციას ლვოვის მერი ანდრი სადოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

„სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ელექტროქვესადგური დაზიანდა - ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება“, - განაცხადა სადოვიმ.

უკრაინის რკინიგზა კი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა სარკინიგზო ქვესადგურები დაბომბეს, რამაც შეფერხებები გამოიწვია. მატარებლები ლვოვის შესასვლელთან არიან გაჩერებულები.

„მტრის მიერ განხორციელებული რკინიგზის ქვესადგურების დაბომბვის გამო, რამდენიმე მატარებელი შეფერხებით იმოძრავებს“, - ნათქვამია უკრაინის რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა