ოლაფ შოლცი - ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება

უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გათვალისწინებით, ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება. გერმანია მხარს დაუჭერს ფინეთსა და შვედეთს, თუ ისინი ნატოში გაწევრიანებას გადაწყვეტენ - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

გერმანიის კანცლერმა, შვედეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი დაარღვია და აიძულა ევროპა გაეძლიერებინა თავისი თავდაცვის სტრატეგია.

„ვერავინ იფიქრებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევებში ძალადობით არ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს“, - აღნიშნა შოლცმა.

ასევე ცალკე ჟურნალ Stern-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა იმპერიალისტური იყო და ის მეზობელ ქვეყნებს რუსეთის უკანა ეზოდ თვლიდა.

„მას სურს თავისი ტერიტორიის გაფართოება და საზღვრების ძალადობით დარღვევა. ის სასოწარკვეთილად ცდილობს რუსეთის ძველი მნიშვნელობის აღდგენას სამყაროში, რომელიც შეიცვალა“, - განაცხადა შოლცმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა