რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაჭრილები

ხერსონის ოლქის ვისოკოპოლსკის რიონში რუსულმა ძალებმა ოკუპაციისგან გათავისუფლებული ნაწილი დაბომბეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტრის მიერ ხერსონის ოლქის ვისოკოპოლსკის რაიონის გათავისუფლებული ნაწილის დაბომბვის დროს, ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მძიმედ დაშავდა დედა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი. ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო. მადლობა ღმერთს, მათ მოახერხეს დაჭრილების კრივოი როგში გადაყვანა. ექიმებმა რთული ოპერაციები ჩაატარეს. დედა და ქალიშვილი ცოცხლები არიან“, - განაცხადა ვილკულმა.

მისივე თქმით, დამპყრობლებმა ხერსონის ოლქის განთავისუფლებული ნაწილის სოფელ ზაგრადოვკას ცეცხლი "გრადების" გამოყენებით გაუხსნეს: დაიღუპა ქალი, დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, ყველა მშვიდობიანი მოქალაქე.

ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, კრივოი როგის რეგიონში ვითარება სტაბილურია და სრულად კონტროლდება უკრაინის შეიარაღებული ძალების და სამხედრო ადმინისტრაციის მიერ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო