ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

მათ მოქალაქეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 6 მაისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

„6 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია დავგეგმეთ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს, ჩვენ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, მეორე პრეზიდენტს ვკლავთ, ამ სირცხვილს ჩვენი შვილიშვილებიც ვეღარ ჩამოირეცხავენ. აუცილებელია, რომ 6 მაისს ძალიან ბევრი ვიყოთ“, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ლევან გორგილაძე.