დმიტრო კულება - რუსეთი ახორციელებს ძლიერ სარაკეტო ტერორს მთელ უკრაინაში, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია და არც მსოფლიოს უნდა ეშინოდეს

რუსეთი იბრძვის წინსვლისთვის და საშინელ დანაკარგებს განიცდის. ის ახორციელებს ძლიერ სარაკეტო ტერორს მთელ უკრაინაში, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია და არც მსოფლიოს უნდა ეშინოდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს.

ის დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უკრაინას მძიმე შეიარაღება მიაწოდონ.

„მეტი სანქციები რუსეთს. მეტი მძიმე იარაღი უკრაინას. რუსეთის სარაკეტო ტერორიზმი უნდა დაისაჯოს,“- წერს კულება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსულმა ძალებმა მხოლოდ გუშინ საღამოს უკრაინის წინააღმდეგ 20-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა