გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსს, გიორგი ტალახაძეს და ქვემო ქართლში სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენლებს, მარიამ გვიდიანს და მურადხან გუსეინოვს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მონაწილეებმა მუნიციპალური პროგრამები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
ორმხრივი შეხვედრისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის, სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დაისახა.