პრესის თავისუფლების დღეს თბილისის #45 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების ტრენინგი გაიმართა

3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მედიის განვითარების ფონდმა თბილისის #45 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგების სერია და საინფორმაციოა კამპანია “ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!” გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) პარტნიორობით და ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

თბილისის #45 სკოლამდე პირველი ტრენინგი 30 აპრილს ახალციხის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა. ტრენინგების სერია, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი, კოვიდ-19-ის პრევენციული ზომებისა და კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას, მითების გაქარწყლებას და თანატოლებში სწორი ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

"21-ე საუკუნეში მედიაწიგნიერება უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს ბავშვებსა და ახალგაზრდებში. გაეროს ბავშვთა ფონდი USAID-ის მხარდაჭერითა და მედიის განვითარების ფონდთან პარტნიორობით იწყებს მედიაწიგნიერების ტრენინგების სერიას ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. ეს დაეხმარება მათ დეზინფორმაციის წინააღმდეგ საჭირო უნარების განვითარებასა და სწორი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებაში სხვადასხვა საკითხის, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის შესახებ." განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

კამპანია სახელწოდებით “ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!” ითვალისწინებს ახალგაზრდების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის მედიაწიგნიერების ტრენინგებისა და ვებინარების ჩატარებას. ინიციატივის ძირითადი მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლება, თუ როგორ გადაამოწმონ ინფორმაციის წყაროები, აღმოაჩინონ კოვიდ-19-ის შესახებ ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფები და დაუპირისპირპონ მითებს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფაქტები. მთლიანობაში 2000-მდე ახალგაზრდა მიიღებს ინფორმაციას და აღიჭურვება უნარებით, რათა შეძლონ მედიიდან მიღებულ კომპლექსური ინფორმაციასა და გზავნილების გაანალიზება, კრიტიკული შეფასება და დეზინფორმაციაზე რეაგირება.

“სიმბოლურია, რომ მედიაწიგნიერების ტრენინგი სწორედ პრესის თავისუფლების დღეს იმართება, რადგან ახალ მედია ეკოსისტემაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტრადიციული მედიის ფუნქციები შეითავსოს და ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელოს. თავისუფლება პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ წყაროს კრიტიკული ანალიზისა და ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შესაძლოა, ზიანის მომტანი ინფორმაციის გამავრცელებელი მისდაუნებურად აღმოჩნდეს”, ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი.

ტრენინგები აპრილში დაიწყო და ოქტომბრამდე გაგრძელდება, მთელ საქართველოს მოიცავს და ითვალისწინებს როგორც პირისპირ სესიებს, ისე ონლაინ. ასევე გაიმართება საინფორმაციო კამპანია მედიაწიგნიერების შესახებ ციფრული პლატფორმების მეშვეობით და მთლიანობაში 100,000 ახალგაზრდის ინფორმირებას მოახდენს.

პროექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კოვიდ-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოში“ ფარგლებში, რომლის მიზანიცაა მთავრობის მხარდაჭერა კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციაში და პანდემიის ზოგადი ზემოქმედების შემცირებაში ისეთი საშუალებებით, როგორიცაა რისკის შესახებ კომუნიკაცია და თემის ჩართულობა, ინფიცირების პრევენციისა რა მართვის ზომები და წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისების გაუმჯობესება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობისა და მარაგების უზრუნველყოფა ჯანდაცვის მომსახურების გასაძლიერებლად კოვიდ-19-ის პრევენციისა და მართვის მიზნით, რაც მოიცავს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ჯანდაცვის ელექტრონულ სერვისებს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა