ბორჯომის მერმა და მერიის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და ბორჯომის მერიის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნენ და სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხი შეისწავლეს.

„ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ბორჯომში მერაბ კოსტავას სახელობის მოედნის და სკვერის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კოსტავას სახელობის ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორია დაიყო მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებად. გასართობ სივრცეებში საბავშვო მოედანი, ჭადრაკის მოედანი და ღია კინოთეატრი მოეწყობა. ტერიტორია გალამაზდება შადრევნებით და დეკორატიული განათებებით. ფუნქციური ზონები ერთმანეთს დაუკავშირდება გრანიტის ქვაფენილით, რომელიც განათებული იქნება ლამპიონებით. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები და სასმელი წყლის ბიუვეტები.

კოსტავას სახელობის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გზის სავალი ნაწილის ქვაფენილით მოპირკეთება დასრულდა, ფეხით სავალი ნაწილის გრანიტის ფილით და მოედნის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 200 000 ლარით ფინანსდება”,- აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა