სერგეი შოიგუ - მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა - ვაგრძელებთ მცდელობას, დავარწმუნოთ „აზოვსტალში“ ბლოკირებულები, დაყარონ იარაღი

რუსეთის სამხედრო ძალები მარიუპოლს აკონტროლებენ, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„მშვიდობიანი ცხოვრება მყარდება ნაციონალისტებისაგან გათავისუფლებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებსა და უკრაინაში. მათ შორის მარიუპოლში, რომელიც უმსხვილესი ინდუსტრიული და სატრანსპორტო კვანძია აზოვის ზღვაზე. ის რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშაა", - აღნიშნა შოიგუმ.

მისივე თქმით, „რუსული ძალები აგრძელებენ მცდელობას, დაარწმუნონ „აზოვსტალში“ ბლოკირებული „ნაციონალისტები“, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები და დაყარონ იარაღი“.

შოიგუს მტკიცებით, უმაღლესი მთავარსარდლის მითითების შესაბამისად, ქარხნის ინდუსტრიულ ზონაში მყოფები „ამ ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე საიმედოდ არის დაბლოკილი“.

„ნაციონალისტები უგულებელყოფენ წინადადებას, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები და დაყარონ იარაღი სიცოცხლის გადარჩენისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ღირსეული მოპყრობის გარანტიით. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მცდელობებს", - განაცხადა შოიგუმ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ