მიხეილ სარჯველაძე - არავითარი საფუძველი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდეს და სასჯელის მოხდა გადაუვადდეს, ობიექტურად არ არსებობს

არავითარი საფუძველი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდეს და სასჯელის მოხდა გადაუვადდეს, ობიექტურად არ არსებობს - მაშინ რა დააშავა ყველა სხვა პატიმარმა, რომელთათვისაც საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა დიდი ფსიქოლოგიური სტრესია?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ვინმესთვის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ფსიქოლოგიურად მიუღებელია, ხოლო ეს ყველაფერი ოჯახის წევრებისათვის არის მძიმე, ამის მიუხედავად, არ შეიძლება გადაწყვეტილებები არა სამართლებრივი გზებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მიიღებოდეს.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, არ ფლობს ინფორმაციას უმრავლესობის დეპუტატების საპატიმრო დაწესებულებაში შესვლისა და ვითარების ადგილზე შესწავლის შესახებ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

„მიმდინარე პროცესებს თვალს ვადევნებთ და თუ საჭიროება იქნება, პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება შევიდეთ კიდეც. თუ ამის საჭიროება არ იქნება, თვითმიზნად არავინ დაისახავს.

რაც შეეხება ოჯახის წევრებისა და მომხრეების განცხადებას იმის თაობაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და აქედან გამომდინარე, მისი გათავისუფლების საკითხი უნდა დადგეს, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა საუბარი კითხვები შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებთან ანუ ექიმებთან უნდა დაისვას, ვინც პროცესში უშუალოდ არიან ჩართული. არ შეიძლება პოლიტიკოსები და იურისტები აფასებდნენ საკითხს იმის შესახებ, როგორი და რამდენად დამაკმაყოფილებელია ჯანმრთელობის ხარისხი. როდესაც ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებთან დაკავშირებით დაისვა კითხვა უცხოეთში გაყვანის საკითხზე, მათ თქვეს, რომ ამის აუცილებლობა არ იყო და ასეთ რეკომენდაციას არ სწევენ. ექიმების პოზიციის მიუხედავად, იგივე მოთხოვნების წამოყენება გრძელდება.

ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, ამას თავისი წინაპირობები აქვს, არის მკურნალობადი და მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების შიგნით მოხერხებადია. თუ პრიორიტეტია არა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მიღწევა, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამისთვის საჭიროა მოვუწოდოთ, რომ რეკომენდებული მკურნალობის წესებს დაემორჩილოს და მიიღოს ცილა. საკითხის გადაწყვეტა მარტივია და ამის გამო შორს მიმავალი გეგმების დასახვა არ შეიძლება.

არსებობს თვითდაზიანების პრაქტიკა და რა ვქნათ - წავახალისოთ და ვინც თვითდაზიანებას მიიღებს, ყველა გარეთ გავიდეს?!“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ სარჯველაძე - არავითარი საფუძველი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდეს და სასჯელის მოხდა გადაუვადდეს, ობიექტურად არ არსებობს

არავითარი საფუძველი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდეს და სასჯელის მოხდა გადაუვადდეს, ობიექტურად არ არსებობს - მაშინ რა დააშავა ყველა სხვა პატიმარმა, რომელთათვისაც საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა დიდი ფსიქოლოგიური სტრესია?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ვინმესთვის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ფსიქოლოგიურად მიუღებელია, ხოლო ეს ყველაფერი ოჯახის წევრებისათვის არის მძიმე, ამის მიუხედავად, არ შეიძლება გადაწყვეტილებები არა სამართლებრივი გზებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მიიღებოდეს.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, არ ფლობს ინფორმაციას უმრავლესობის დეპუტატების საპატიმრო დაწესებულებაში შესვლისა და ვითარების ადგილზე შესწავლის შესახებ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

„მიმდინარე პროცესებს თვალს ვადევნებთ და თუ საჭიროება იქნება, პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება შევიდეთ კიდეც. თუ ამის საჭიროება არ იქნება, თვითმიზნად არავინ დაისახავს.

რაც შეეხება ოჯახის წევრებისა და მომხრეების განცხადებას იმის თაობაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და აქედან გამომდინარე, მისი გათავისუფლების საკითხი უნდა დადგეს, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა საუბარი კითხვები შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებთან ანუ ექიმებთან უნდა დაისვას, ვინც პროცესში უშუალოდ არიან ჩართული. არ შეიძლება პოლიტიკოსები და იურისტები აფასებდნენ საკითხს იმის შესახებ, როგორი და რამდენად დამაკმაყოფილებელია ჯანმრთელობის ხარისხი. როდესაც ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებთან დაკავშირებით დაისვა კითხვა უცხოეთში გაყვანის საკითხზე, მათ თქვეს, რომ ამის აუცილებლობა არ იყო და ასეთ რეკომენდაციას არ სწევენ. ექიმების პოზიციის მიუხედავად, იგივე მოთხოვნების წამოყენება გრძელდება.

ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, ამას თავისი წინაპირობები აქვს, არის მკურნალობადი და მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების შიგნით მოხერხებადია. თუ პრიორიტეტია არა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მიღწევა, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამისთვის საჭიროა მოვუწოდოთ, რომ რეკომენდებული მკურნალობის წესებს დაემორჩილოს და მიიღოს ცილა. საკითხის გადაწყვეტა მარტივია და ამის გამო შორს მიმავალი გეგმების დასახვა არ შეიძლება.

არსებობს თვითდაზიანების პრაქტიკა და რა ვქნათ - წავახალისოთ და ვინც თვითდაზიანებას მიიღებს, ყველა გარეთ გავიდეს?!“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია