ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მდინარე მუხრაზე მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა

მდინარე მუხრაზე მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა, ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფელ მუწდისთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გამაგრებისა და მდინარე მუხრის კალაპოტის გასწორება-ჩაღრმავების სამუშაოები.

მოსახლეობა შეუფერხებლად გადაადგილდება ალტერნატიული გზით.

შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიბში, მთებში თოვლის დნობის შედეგად, მდინარე მუხრა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და დააზიანა როგორც საავტომობილო, ისე საფეხმავლო გზა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო