საქართველოს საბანკო ასოციაციასა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

დღეს საქართველოს საბანკო ასოციაციამ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამამ დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას.

ხელშეკრულების მიზანია საბანკო ასოციაციაში საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის შექმნა და პილოტირება.

გრანტი გაიცემა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის. პროგრამის მისიაა ადამიანური კაპიტალის განვითარება ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებისთვის.

დასაქმების ბაზარზე ხშირია დისბალანსი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. დამსაქმებლების მიერ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების და კვალიფიკაციების მიწოდება არ ხდება საკმარისი რაოდენობით და ხარისხით.

საქართველოს საბანკო ასოციაცია, საფინანსო ინსტიტუტების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით, შექმნის სექტორის უნარების განვითარების პლატფორმას, რომელიც პოტენციურ და არსებულ კადრებს მოთხოვნად უნარებში გადაამზადებს.

პილოტის ფარგლებში შესაძლოა განხორციელდეს ისეთი მნიშვნელოვანი სასწავლო პროგრამები როგორებიცაა კიბერსუაფრთხოება, IT დეველოპმენტი, მონაცემთა ანალიტიკა და/ან სხვა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო