ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთს დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში დახმარება სთხოვა

ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (BNT) იუწყება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთს, რუსეთთან მიმდინარე ომში დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში დახმარება სთხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

უკრაინის ელჩმა სოფიაში ვიტალი მოსკალენკომ ბულგარეთის პარლამენტს ზელენსკის წერილი წარუდგინა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უკრაინული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში ბულგარეთი დაეხმარება და ასევე ომიდან გაქცეული მოსახლეობის დახმარებას გააგრძელებს.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს, ბულგარეთი უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებს, რომელიც მედიკამენტებს, ტანსაცმელსა და საკვებს მოიცავს. წერილში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა გაგრძელდება.

ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ბულგარეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი