ირაკლი კობახიძე გახარიას განცხადებაზე - მოღალატეების გარდა, ყველასთან დავსხდებით და ვიმუშავებთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან დაჯდეს სასაუბროდ, „გარდა მოღალატეებისა“. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მოწოდებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად პოლიტიკური პარტიების ერთად დადგომასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ყველასთან მზად ვართ დავსხდეთ, გარდა მოღალატეებისა. გარდა იმ ადამიანებისა, იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნები ამოძრავებთ. ყველა დანარჩენთან, რა თქმა უნდა, დავსხდებით და ვიმუშავებთ, თუმცა მე არ მგონია, რომ გახარიას ამაზე საუბრის მორალური უფლება ჰქონდეს, მისი წარსული ნაბიჯებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, "ყველა ერთად დავდგეთ" და "არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში". გიორგი გახარიას თქმით, მისი გუნდი მზად არის იმუშაოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს