ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე, გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ასფალტო-ბეტონის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

„ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარით ტროტუარები, სანიაღვრე არხები, ბორდიურები და გადასასვლელი ხიდბოგირები მოეწყო.

მიმდინარე სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 19 მაისს დასრულდება და სრული ღირებულება 1 175 783 ლარს შეადგენს.

პარალელურად, წმინდა ნინოს და ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებია დაწყებული,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა