პუტინი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო უკრაინის გვერდით ასე აუცილებლად და სწრაფად დადგებოდა, - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
ოსტინის თქმით, აშშ-მა უკრაინას დახმარება რეკორდულ დროში აღმოუჩინა.
„ჩვენ უკრაინას თავდაცვის დახმარება რეკორდულ დროში აღმოვუჩინეთ და მთელი მსოფლიო ხედავს განსხვავებას, რაც ბრძოლის ველზე ხდება. პუტინი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო უკრაინის გვერდით ასე აუცილებლად და სწრაფად დადგებოდა“, - წერს ოსტინი.