თელავში 3 ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი მოეწყობა

თელავში, თამარის ქუჩაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: რუისპირსა და ართანაში ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნების მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 444 000 ლარით დაფინანსდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, სპორტული ცხოვრების განვითარება და პოპულარიზაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ახალგაზრდებს უნდა შევუქმნათ რაც შეიძლება მეტი სპორტული სივრცე, რათა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ. ამ ეტაპზე, თელავის მუნიციპალიტეტში, ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნების მოწყობა სამ ლოკაციაზე სრულდება. თუმცა, სამომავლოდ, ამ მიმართულებით კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ”, - აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.

მინი მოედნების მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “პარამეტრი” ახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო