ალექსეი არესტოვიჩი - ჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსებმა „აზოვსტალი“

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსებმა "აზოვსტალი".

როგორც მან „24-ე არხის“ ეთერში განაცხადა, ქარხნის ტერიტორიაზე რუსების შეჭრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია და დაზუსტებას საჭიროებს.

„ჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსებმა "აზოვსტალი". ჩვენ ოფიციალურ ანგარიშებს ველოდებით. ამჟამად თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს დეტალურად ამოწმებს, რათა ხალხი შეცდომაში არ შეიყვანოს“, - განაცხადა მან.

Украинская правда-ს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. გამოცემის ცნობით, „აზოვსტალში“ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და უკრაინელ მებრძოლებთან ამ დროისთვის კავშირზე გასვლა ვერ ხერხდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს