აჭარაში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს

აჭარის რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს ამჯერად, განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ატარებს.

„მონაწილეები დასუფთავების სამსახურის მმართველი რგოლისა და სამრეცხაოს ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს ეცნობიან. ჯამში, ტრენინგების შედეგად სასტუმროების 50 თანამშრომელი გადამზადდება.

წლის ბოლომდე სემინარები, ტრენინგები, მასტერკლასები საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ტრენინგების განრიგი განთავსებულია სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე serviceajara.ge. მათში მონაწილეობა უფასოა და მსურველებს დარეგისტრირება ონლაინ შეუძლიათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო