Associated Press - მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 600-მდე გაიზარდა

დონეცკის ოლქში, მარიუპოლის დრამატულ თეატრზე, რუსი დამპყრობლების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 600-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ განახლებულ ინფორმაციას Associated Press-ი მათ მიერ ჩატარებული გამოძიების მეშვეობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა ეს რაოდენობა აქამდე არსებულ რაოდენობაზე 2-ჯერ მეტია.

ჟურნალისტებმა დრამატულ თეატრში დაღუპულთა დიდი რაოდენობის შესახებ შენობის გეგმის 3D მოდელის რეკონსტრუქციის წყალობით დაადგინეს, რომელსაც რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის თვითმხილველებმა არაერთხელ გადახედეს, მათ დეტალურად აღწერეს, თუ სად იმალებოდა ხალხი.

ყველა მოწმემ განაცხადა, რომ სამზარეულოს ტერიტორიაზე სულ მცირე 100 ადამიანი იმყოფებოდა და ვერცერთი მათგანი გადარჩა. თვითმხილველებმა ასევე განაცხადეს, რომ შენობის შიგნით ოთახები და დერეფნები გადატვირთული იყო, ყოველ სამ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ერთი ადამიანი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, 16 მარტს მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსულმა ძალებმა თავდასხმა განახორციელეს, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან