მერის ინფორმაციით, ოკუპანტებმა დნიპრო დაბომბეს

რუსეთის ჯარებმა დღეს დნიპროს ცენტრი დაბომბეს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ქალაქის მერზე ბორის ფილატოვზე დაყრდნობით იუწყება, რომელმაც ამის შესახებ „ტელეგრამ არხზე“ დაწერა.

„დაბომბვა პირდაპირ დნეპრის ცენტრში. თავშესაფრებიდან არ გამოვდივართ! ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციისგან“ , - აცხადებს ფილატოვი.

ცნობისთვის, მეორე დღეა, ზედიზედ, ოკუპანტების სარაკეტო დარტყმების გამო უკრაინის მრავალ რეგიონში, გარდა ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქისა, ყველგან საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა