ელენე ხოშტარია - დავით სერგეენკოს შეუძლია დღეს ძალიან სწორი პოზიციის დაკავება,  მიხეილ სააკაშვილთან შესვლა

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დავით სერგეენკოს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სწორი პოზიცია დაიკავოს და საპატიმროში შევიდეს. ამის შესახებ ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

ელენე ხოშტარიამ შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა პარლამენტის ექიმი დეპუტატების მიმართ, მოინახულონ საპატიმროში და განაცხადა, რომ „ექიმი დეპუტატები ძალიან კარგი ფორმატია”, რაც პროფესიული შეფასების საშუალებასაც იძლევა და „გარკვეული სიტუაციის განტვირთვაც შეიძლებოდა ყოფილიყო“.

„არიან ადამიანები, ნებისმიერ მხარეს, რომელთაც გააჩნიათ შინაგანი, ადამიანური რესურსი. სულ მინდა ვირწმუნო, რომ ის აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე ვიწრო, პოლიტიკური შურისძიება, რომელიც სახეზეა „ქართული ოცნების“ მხრიდან.

პატივისცემით მივმართავ ასევე სერგეენკოს, რომ მას შეუძლია დღეს ძალიან სწორი პოზიციის დაკავება - შესვლა. მას არ მოეთხოვება პოლიტიკური პოზიციის დაკავება, ეს სხვა განრიგის საკითხია, მაგრამ როგორც ექიმს, მგონია, რომ შეუძლია რაღაც პოზიტიური როლი ითამაშოს ყველა მხარისთვის. სერგეენკოს სანდოობა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში ბევრად უფრო მაღალია. იმ ხალხმა, ვისაც არ სჯერა ოპონენტის სიტყვების, მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე იცოდნენ“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, ხოშტარიამ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის როლზეც პროცესში და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს „რესურსი გააჩნია, თავისი როლი ითამაშოს“ .

„პოლიტიკოსობა, მითუმეტეს პრეზიდენტობა არ არის ის ადგილი, სადაც უბრალოდ სიტყვაში გაჯიუტებაა სწორი. ყველამ უნდა ვიმოქმედოთ სიტუაციის ამოცანებიდან გამომდინარე. თუ არ ვცდები, სალომე ზურაბიშვილმა ისიც თქვა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა, მაშინ სხვა შემთხვევა იქნება ესო. ოპოზიციისთვის სასარგებლოს არ ვგულისხმობ, ქვეყნისთვის გონივრული და „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული პოზიციები მას დაუფიქსირებია და იმის რესურსი გააჩნია, რომ ამ სიტუაციაში თავისი როლი ითამაშოს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა